მატვიენკო საქართველოზე: დაე, ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, დიალოგი შემდეგ…

რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის აღდგენა შესაძლებელია.

30 ივნისს, ჟენევაში, ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ რუსებს არ აქვთ ანტიქართული განწყობილება. “ჩვენ კვლავინდებურად გვიყვარს ქართველები, ჩვენ ერთ ქვეყანასი ცხოვრების გრძელი ისტორია გვაქვს”, – ხაზგასმით თქვა მატვიენკომ

ამასთან, მატვიენკომ მიუთითა, რომ საქართველოში ყველაფერს აკეთებენ, რათა გაწყვიტონ ურთიერთობები, “ვიღაცის დიქტატით, ვისი – გასაგებია”. და ამიტომ , მისი სიტყვებით,სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დამყარებს წესრიგს თავის ქვეყანაში და არ შეწყდება “რუსოფობიური ტალღა”, სალაპარაკო არაფერია.

“დაე, ბოდიში მოიხადონ იმაზე რაც მოხდა. შემდეგ შესაძლებელია დიალოგი”, – განაცხადა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...