მაცაცო სებისკვერაძე: ბატონო მიშა, თქვენ რომ რამე დაგემართოთ, ამას ხალხი ვეღარ გაუძლებს – გეხვეწებით, შეწყვიტეთ შიმშილობა (ვიდეო)

კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართავს, რომ შიმშილობა შეწტყვიტოს.

„ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ იმას, რა მთელი სიცოცხლე სანანებელი იქნება ყველასთვის, ბატონო მიშა, ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ შიმშილობა. ვეღარ გაუძლებს ხალხი, ერთი პრეზიდენტი ხომ მოკლეს…. თქვენ რომ რამე დაგემართოთ ამას ხალხი ვეღარ გაუძლებს, გეხვეწებით, შეწყვიტეთ შიმშილობა.
თქვენ ისეთი დიდი პიროვნება ბრძანდებით რომ კიდევ შეძლებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას.

გაათავისუფლეთ ბატონი მიშა, ნუ იქნებით ასეთი მკაცრები, ჩვენს ქვეყანას დააზარალებთ. „ განაცხადა მაცაცო სებისკევრაძემ „მთავარ არხთან“.

ცნობისთვის, 1 ოქტომბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.

კომენტარები
იტვირთება...