მათიკაშვილი: როცა სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, იმპიჩმენტისთვის თქვენთან ერთად ხელმოწერებს ვინ აგროვებდა?

“როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, მისი იმპიჩმენტისთვის თქვენთან ერთად ხელმოწერებს კიდევ ვინ აგროვებდა?“,- ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგი კაპანაძესა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ბიუროს სხდომაზე მიმართა.

დეპუტატებს შორის კამათი „ევროპული საქართველოს“ მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დადგენილების პროექტს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ისინი პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს განხორციელებულ შეწყალებებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

დავით მათიკაშვილმა კითხვით ოპოზიციონერ დეპუტატებს მას შემდეგ მიმართა, რაც რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ თუ უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, მისი იმპიჩმენტისთვის თქვენთან ერთად ხელმოწერებს კიდევ ვინ აგროვებდა? რამდენი კაცი აგროვებდით ხელმოწერებს გაეცით საზოგადოებას პასუხი.

მაშინ სად იყავით, რატომ არ გახსოვდათ ეს ყველაფერი? ახლა ოპოზიციის გადასახედიდან მითითება ერთია, როდესაც ამბობთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტია ვართო, ეს პასუხისმგებლობა აი, იქიდან უნდა ჩანდეს. რაც შეეხება დღევანდელობას, სამართალდამცავი სტრუქტურები თავის საქმეს აკეთებენ. თქვენ რომ კომისია მართლა ცირკის და პერფორმანსისთვის არ გჭირდებოდეთ, შეიძლება კიდევ აქტიურად გამოიყენოს საზოგადოებამ ეს ფორმატი, მაგრამ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა კომისიამ დაადასტურა, რომ თქვენთვის ჭეშმარიტება არ არსებობს. თქვენთვის ერთადერთი ჭეშმარიტება არის თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი.

დავაცადოთ სამართალდამცავ ორგანოებს და სხვის თვალებში ბეწვის ნახვას, დირე დავინახოთ ჩვენს თვალებში ჯობია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად