მათიკაშვილი: ყველაზე დიდი ეპიდემია, რა თქმა უნდა პოლიტიკური, ჩვენს რეალობაში არის „ნაციონალური მოძრაობა“

„საქართველომ ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა. ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანეს“.

ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ბიუროს სხდომაზე  საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

მისივე თქმით, ახალმა კორონა ვირუსმა 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ შეიწირა ასობით ადამიანის სიცოცხლე, ათასობით დასახიჩრდა და დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის 1/3.

„დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ამ ყველაფერმა, აქეთ გვასწავლი ჭკუას და აქეთ ასწავლის ხელისუფლებას როგორ მოიქცეს. სინამდვილეში, ყველაზე დიდი ეპიდემია, რა თქმა უნდა პოლიტიკური, ჩვენს რეალობაში არის „ნაციონალური მოძრაობა“. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თქვენი პარტიული ინტერესის მიღმა არაფერი დგას – არც ადამიანთა სიცოცხლე, არც ჯანმრთელობა და არც არაფერი. თქვენთვის ერთადერთი კრიტერიუმი არის ვიწრო პარტიული ქულების დაწერე წინასაარჩევნოდ და თქვენ მეტი ინტერესი ამ კუთხით არ გაგაჩნიათ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად