მათიკაშვილი: ყოველთვის, როცა ენმ ცდილობს დაფაროს საკუთარი შეცდომები, ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს

ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის კრიტიკას, იმის თაობაზე რომ აგვისტოს ომიდან 11 წლის თავზე, რუსეთი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ ექვსპუნქტიან გეგმას არ ასრულებს არ ეთანხმება.

“ყოველთვის, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს დაფაროს საკუთარი შეცდომები და დანაშაული ის აუცილებლად აქეთკენ, ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს.

შევახსენებ საზოგადოებას, რომ ომის დამთავრებიდან ძალიან მალე მოხდა ევრო რეზოლუციის მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ, იმ დროინდელი ხელისუფლების მიერ. ისეთ რეზოლუციის, სადაც საქართველოს არ იყო წარმოდგენილი საუკეთესო მდგომარეობაში და საუკეთესო ფერში.

დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ საგარეო კუთხით მოხდეს ჩვენი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა და ჩაბმა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად