მათიკაშვილი: პარლამენტში საქმიანობის წარმართვაზე ყველა დეპუტატს აქვს პასუხისმგებლობა

“საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის წარმართვაზე ყველა დეპუტატს პასუხისმგებლობა აქვს” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის ჩაშლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს მხარს დღეს დაუჭერს.

“გუშინ ცუდი ფაქტი მოხდა, რადგან ყველას მეტი საპარლამენტო პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები დროულად იქნეს მიღებული”- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად