მათიკაშვილი: ნიკა მელიას ეს არჩევნები, “ნაცმოძრაობის” მიერ ჩატარებულ არჩევნებში ნუ ეშლება

“ნიკა მელიას ეს არჩევნები ნუ ეშლება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩატარებულ არჩევნებში. ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, რა იყო გაყალბება და როგორ იყო” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლების შესაბამისი შეფასებები, ვიცით დარღვევები, რომლებიც არსებობს და ეს არსებობდა 90-იანი წლებიდან ყველა არჩევნებთან მიმართებაში. იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ვართ ღია და გახსნილნი იმისთვის, რომ თუ კი რაიმე დარღვევა არსებობდა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია. „ნაციონალური მოძრაობას“ და ნიკა მელიას ვთხოვ, კარგად გაიხსნენონ მათ მიერ ჩატარებული არჩევნები და აქ როგორც ცა და დედამიწა ისეთი განსხვავებაა დემოკრატიულ ღირებულებს და ხარისხს შორის.
ნიკა მელიასგან როგორ შეიძლება რამე დაიჯეროს საზოგადოებამ, მგონია რომ ტყულის და დესტრუქციის მეტი არაფერი მომდინარეობს ამ ძალისგან. ყველამ შეხედოს იმას, რა გააკეთა თვითონ. ყურადღება მიაქციოს დასკვნებს, რაც გააკეთეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ხელისუფლების პოზიციას ამ ყველაფერთან მიმართებაში”-აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად