მათიკაშვილი: ნიკა გვარამიას, ყოველ ტყუილზე ცხვირი მართლა რომ ეზრდებოდეს, წარმოგიდგენიათ რა სანახავი იქნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, ნიკა გვარამიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“ნიკა გვარამიას, ყოველ ტყუილზე ცხვირი მართლა რომ ეზრდებოდეს, წარმოგიდგენიათ რა სანახავი იქნებოდა😅
ძალიან სასაცილო ბოღმა კაცუნაა გვარამია, უკვე მერამდენედ ერთი იგივე ტყუილით ყური გამოუჭედა საზოგადოებას (“მთავარ” მატყუარაზე გასულ გუშინდელ სიუჟეტს ვგულისხმობ), ვერ აიტანა “ბიჭმა” ჩემი რეპლიკა სააკაშვილის რუპორის დაბადების დღის მილოცვასთან დაკავშირებით და “პასუხი” გამცა თავისი ჭკუით😅
სირცხვილია ნიკა, ახალი ტყუილი მაინც მოიგონე რამე, 3 წელია ერთსა და იმავე ტუტუცობას უნიჭოდ როშავ ჩემზე! შენი ზონდერ ჟურნალისტები კიდე გააფრთხილე ჩემი არასრულწლოვანი შვილები მეტი არ შეაშინონ და სახლის კარებზე მოკრძალებით დააკაკუნონ მომავალში კიდევ რომ დაიბოღმები და “პასუხის” გაცემა რომ მოგინდება ჩემთვის😅”, – აწერს მათიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად