მათიკაშვილი გოცირიძეს: “იმედის” და ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, ნუ გამოდგებით ადამიანის უფლებების განსაკუთრებული დამცველი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ალექსანდრე წულაძის მოსმენა მიმდინარეობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს დაუპირისპირდა.

“მაინცდამაინც, 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” და ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, ნუ გამოდგებით ადამიანის უფლებების განსაკუთრებული დამცველი. საზოგადოებას ახსოვს ეს ყველაფერი”

ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის მოსმენა მიმდინარეობს.

დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას მას შემდეგ მიმართა, რაც რომან გოცირიძემ წულაძისთვის შეკითხვების დასმისას კორცხელის ინციდენტი ახსენა.

„ბატონო რომან, მაინცდამაინც 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” და ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ნუ გამოდგებით ადამიანის უფლებების განსაკუთრებული დამცველი. საზოგადოებას ახსოვს ეს ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დასვათ, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებს სვამთ. 12 წლის წინანდელი 7 ნოემბერი გაიხსენეთ და მერე შეაფასეთ ასე თამამად და ამაყად ეს საკითხი,” – უთხრა მათიკაშვილმა გოცირიძეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად