მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შექმნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში პრობლემა შექმნას და ეს პარტია ქართველი ამომრცევლისგან საკადრის პასუხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს.

„დღეს უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და ეს საშუალებები არის ტყუილი და ძალადობა, რაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შექმნას. ეს ურთიერთობა არის ძალიან მნიშნელოვანი ქვეყნისთვის. საზოგადოებისთვის კრგად ცნობილია თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, დახმარებაც სწორედ ამ მიმართულებით იქნა გამოყენებული. არ შეიძლება დახმარებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად