მათიკაშილი: რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდებაა, რაც სსკ-ის 317-ე მუხლით ისჯება

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშილი სოციალურ ქსელში წერს.

“👉ცოტა ხნის წინ დავით ჯანდიერს ქონია მცდელობა გაემართლებინა ნიკა გვარამია და ამისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებიდან “ამონარიდი” მოუშველიებია.

👉რეალურად იმ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ აღიქვამს ხელისუფლება ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის გავრცელებას ან კრიტიკას, იგი არ უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მთავრობის ან კონსტიტუციური წყობილობის დამხობისკენ მოწოდება.

👉ევროსასამართლო უთითებს ინფორმაციის გავრცელებაზე ან კრიტიკაზე და არა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე! რაც გვარამიამ და მისმა ბელადმა გააკეთეს, არ არის ხელისუფლების კრიტიკა. ეს ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი (სიტყვასიტყვით) მოწოდებაა, რაც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით.
ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირება პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ფსევდოდასავლელი მავნებლების ნამოქმედარის გასამართლებლად ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირება მხოლოდ მათ სასარგებლო ტენდენციურობას ნიშნავს,
ფაქტი კი ჯიუტია!”, – წერს დავით მათიკაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად