“მათე მოტორსის” მფლობელს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპანია "მათე მოტორსის" მფლობელი გელა ბარკალაია დააკავა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

როგორც "აიპრესს"  შსს-ში განუცხადეს, გელა ბარკალაია ორი მუხლიათ არის დაკავებული

სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლი,  რაც მძევლად ხელში ჩაგდება არაერთგზის იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-14 წლამდე გულისხმობს და ასევე, 157-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. იგივე ქმედება ანგარებით, ან არაერთგზის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 

შეგახსენებთ, რომ გელა ბარკალია ერთ-ერთი მათგანია, ვისაც წართმეული ქონება 2015 წელს უკან დაუბრუნეს, რის გამოც ის სამართალდამცავებს მადლობას უხდიდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს წართმეული ჩემი კუთვნილი 10 ავტომანქანა, ამ ხელისუფლების დროს დამიბრუნდა“, – ამის შესახებ „კვირას“ ბიზნესმენმა და „მათე მოტორსის“ დამფუძნებელმა გელა ბარკალაიამ განუცხადა. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს წართმეული 10 ავტომობილიდან თუნდაც ერთს როდესმე უკან დაიბრუნებდა. თუმცა, მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ორწლიანი ლოდინი გამართლდა და დღეს ათივე „ტოიოტას“ მარკის ჯიპი უკან დაუბრუნდა.

„2 წლის წინ, მთავარ პროკურატურაში განცხადება შემოვიტანე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შს სამინისტროს თანამშრომლებისგან წართმეული ქონების უკან დაბრუნებას ვითხოვდი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს წართმეულ 10 „ტოიოტას“ ჯიპს როდესმე დამიბრუნებდნენ. თავიდან ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებდი, დღეს პროკურატურაში დამიბარეს და მითხრეს, რომ ათივე ავტომობილს უკან დამიბრუნებენ. რა გინდ გასაოცარი არ უნდა იყოს, წინა მთავრობის დროს წართმეულ ქონებას დღევანდელი მთავრობა მიბრუნებს.

გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემი მანქანებით ყოფილი ხელისუფლების დროინდელი შს სამინისტროს, კუდ-ის თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადაადგილდებოდნენ. აღდგა სამართალი, ჩემთვის ცოტა გვიან, მაგრამ მაინც აღდგა და მანქანებს ფიზიკურად უკვე დამიბრუნებენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს და დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, ვინაიდან მათი შრომისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა ეს ყველაფერი." – აცხადებდა გელა ბარკალაია 2015 წელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...