მათე გოქაძემ რუსი სპორტსმენი 8:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა!

იტალიის ქალაქ ფაეცაში კადეტ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

110 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავემ მათე გოქაძემ უნგრელი ადოლფ ბაზო, ბელარუსი ილია შუმჩიკი და თურქი ომერ აიგული დაამარცხა, ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის რუს საიდ მუსაევთან იჭიდავა. 

შარშანდელი კადეტთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა საიდ მუსაევს მცირედი შანსიც კი არ მისცა, 8:0 დაამარცხა იგი და ოქროს მედალი მოიპოვა!

48კგ წონით კატეგორიაში შარშანდელ კადეტთა ევროპის პირველობაზე გამარჯვებულმა დიმიტრი ხაჩიძემ ამჯერად 55 კგ წონაში აისპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხვალ ოქროს მედლისთვის 71 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს დათა ჩხეიძე, ხოლო ნიკა ბროლაძე (60კგ) და კოტე სიჭინავა (92კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად