მათე გოქაძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

იტალიის ქალაქ ფაეცაში კადეტ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

შეჯიბრების პირველ დღეს ხალიჩაზე 48-55-65-80-110 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გამოვიდნენ

110 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავემ მათე გოქაძემ უნგრელი ადოლფ ბაზო, ბელარუსი ილია შუმჩიკი და თურქი ომერ აიგული დაამარცხა, ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის რუს საიდ მუსაევთან იჭიდავებს.

55 და 65 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები დიმიტრი ხაჩიძე და ნიკოლოზ მარგველაშვილი რეპეშაჟიდან განაგრძობენ ბრძოლას ბრინჯაოს მედლებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...