მაჭუტაძე: ნეომონღოლური იმპერიის მოციქული პრორუსულმა ხელისუფლებამ გამსახურდიას სავარძელში ჩასვა

“ჩვენა არავითარი პროდასავლური ხალხი არ ვართ. ჩვენ ვართ თავისთავად დასავლური ხალხი”-ამის შესახებ, პოლიტიკოსმა, პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა ნიკა მაჭუტაძემ ვახო სანაიას გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” განაცხადა.

“ჩვენა არავითარი პროდასავლური ხალხი არ ვართ. ჩვენ ვართ თავისთავად დასავლური ხალხი. უბრალოდ ისტორიის ბედუკუღმართობამ და ზოგიერთმა მოღალატემ, ისეთმა, როგორიც დღეს აგერ ხელისუფლებაშია ბოლო პერიოდში. ბოლო დღეებში მთლად აღზევებულმა და წინა პლანზე წამოწეულმა. უბრალოდ აღმოვჩნდით ამ ჩვენი ისტორიული და ცივილიზაციური ოჯახისგან შორს ისტორიის გარკვეულ მომენტში.

როდესაც ამ პროდასავლურმა, დასავლურმა, ქრისტიანმა ხალხმა დაინახა რომ ეს ნეომონღოლური იმპერიის მოციქული ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვა აი ამ პრორუსულმა ხელისუფლებამ იმ დარბაზში, სადაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა სახელმიწფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ემცნო საქართველოს და მსსფოლიოს, აი ამაზე მქონდა რეაქცია”,-განაცხადა მაჭუტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...