მაჭუტაძე: გიორგი რურუა სინდისის პატიმარია! ჩვენ ჩვენს ტყვეებს დავიხსნით

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი, ნიკა მაჭუტაძე წერს.

“ხვალ მორიგი, ამჯერად “არსებითი” განხილვაა გიორგი რურუას წინააღმდეგ სასამართლოში.

აქ განსახილველიც არაფერია. არც მათგან, არც ჩვენგან.

ის “განხილვა”, ხვალ რომ უნდა შედგეს, ბლეფია. ბლეფია მთელი ეს ამბავიც და ტყუილი.

გიორგი რურუა სინდისის პატიმარია. პოლიტიკური ტყვეა რეჟიმისა.

ჩვენ ჩვენს ტყვეებს დავიხსნით, ივანიშვილის კართაგენი დაინგრევა”, – წერს მაჭუტაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად