მაჭავარიანი: ტრანშები დაიწყება აპრილიდან, იქნება ნაწილობრივი ჩამორიცხვები აპრილი, მაისი და გაგრძელდება წლის ბოლომდე და გადავა 2021 წელშიც

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით,  რამდენიმე კვირაა დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა “ღამის კურიერში” განაცხადა და მადლობა გადაუხადა იმ დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კრიზისულ პერიოდში საქართველოს გვერდით დგანან და დახმარებას უწევენ.

“ამ მოლაპარაკებების შედეგად 1,5 მილიარდის კონსოლიდირება მოვახდინეთ, თავს მხრივ სსფ-იც დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ტრანშები დაიწყება პრაქტიკულად აპრილიდან, იქნება ნაწილობრივი ჩამორიცხვები აპრილი, მაისი და ეს გაგრძელდება წლის ბოლომდე და გადავა 2021 წელშიც. ჯამში საქართველოს ბიუჯეტი როგორც საბიუჯეტო დახმარებას, ისე მიზნობრივ პროექტების დაფინანსებას, მიიღებს დაახლოებით 1,5 მილიარდს. დაახლოებით იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერზე ჯერ არ არის ხელი მოწერილი და არ არის სრული თანხმობა,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინსიტრის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ  ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად