მაჭავარიანი: თუ მოსახლეობის ნახევარი, რა ვიცი, 70% მნიშვნელოვნად გაბრაზდება, ამას არჩევნებზე გამოხატავს

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პროპორციული არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“თუ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, რა ვიცი, 70% მნიშვნელოვნად გაბრაზდება, ამას გამოხატავს არჩევნებზე. მაგრამ კანონი არ დარღვეულა და საპირისპირო რეაქციაც არ უნდა ატარებდეს კანონდარღვევის ხასიათს.

ეკონომიკაში აისახება პროტესტი, მით უმეტეს თუ ის კანონდარღვევაა. ეს არის ერთი თემა. მეორე თემა არის უფრო მორალურ-რეპუტაციული, მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. ვისთვისაც ეს არის მნიშვნელოვანი, რომ უნდა ჩატარებულიყო პროპორციული, რომ პირობა უნდა შესრულებულიყო, ის ამას გამოხატავს კანონიერად, საარჩევნო ყუთთან და ამის გამო დასჯის ხელისუფლებას, ან არ დასჯის. ის, რომ ეს მოდელი არის უვარგისი და უკანონო, ან ის მოდელი არის პანაცეა და ქვეყანას უცბად ორბიტაზე გაიყვანს, ეს ასე არ არის. აქ ხომ პირობაზეა ლაპარაკი, რომ რეპუტაციული ზიანი მიადგა და ვნახავთ რა იქნება.” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად