მაჭავარიანი: სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს სხვადასხვა საკომპენსაციო პაკეტი ექნება

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა და განმარტა, რომ კორონავირუსის კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილ ადამიანებითვის   სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვი დახმარება, განსხვავებული იქნება.

ფინანსთა მინისტრმა  კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა.

“მოვლენებს არ მინდა წინ გავუსწრო. ამაზე ვმუშაობთ, პრაქტიკულად ყველაფერი დამუშავებულია, ასე ვთქვათ, ბოლო შეთანხმებებია დარჩენილი და ამასაც რამდენიმე დღეში გაიგებთ. კონკრეტულად, 150 ლარი იქნება თუ 200 – ეს არ არის გადამწყვეტი. სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს ექნება სხვადასხვა საკომპენსაციო პაკეტი, იქიდან გამომდინარე, თუ ერთის მხრივ, რამდენად არის ეს ჯგუფი დაზარალებული და, მეორეს მხრივ, რამდენად არის ჩვენი რესურსები ამისთვის სამყოფი. შესაბამისად, მოვლენებს ნუ გავასწრებთ, არაფერს დავმალავთ, ყველაფერს ღიად გამოვიტანთ და გექნებათ შესაძლებლობა სრულად გაეცნოთ კრიზისულ ბიუჯეტს, ამ ცვლილებებით პარლამენტშიც შევალთ, მეტი მოთმინება გვმართებს ყველას. კონკრეტული ციფრები ჯერ ზუსტდება და დაუზუსტებელი ინფორმაცია არ მინდა, რომ მოგაწოდოთ,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად