მაჭავარიანი: საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინეთ

ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან, ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

“პრეზენტაცია იყო კომპაქტური. ყველა მნიშვნელოვანი თემა იყო წინ წამოწეული. მიუხედავად იმისა რომ შეზღუდული ვართ ფორმატში, აქ გამოვყოფდი იმას რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინეთ საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის კუთხით.

ეს არის რეფორმა შემოსავლების სამსახურში. აქ ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ რომ გვაქვს სერიოზული გადაჭარბება ბიუჯეტის, თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით.

ჩვენ შევამცირეთ მნიშვნელოვან ე.წ. გასვლითი სრულმასშტაბიანი საგადასახადო შემოწმებების რიცხვი. 20% დან დავიყვანეთ 4% ზე.”-ამბობს მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად