მაჭავარიანი საბანკო რეგულაციებზე: სებ-მა ქართულ ფინანსურ სისტემას დაადო დიდი ჯავშანი

ამის შესახებ მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ზე გიორგი ისაკაძის გადაცემა „Forbes კვირაში“ იპოთეკური სესხების მიმართულებით, ე.წ. საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების კომენტირებისას განაცხადა.

“მე იმედი მაქვს, რომ რეგულაციების შერბილება იქნება. თქვენ იცით, რომ დასაწყისშივე, ამ რეგულაციების მაინცდამაინც მხურვალე მხარდამჭერი არ ვიყავი. აქვე უნდა გაესვას ხაზი, რომ ეროვნული ბანკი დაკომპლექტებულია უმაღლესი ხარისხის პროფესიონალებით და ის მოტივაცია, რატომაც ეს გააკეთეს, არის ის, რომ ქართული ფინანსური სისტემა იყოს უფრო დაცული, თუმცა ჩვენს ხედვებს შორის სხვაობა იმაშია, რომ ჩემი აზრით, ამ რეგულაციებით სებ-მა ქართულ ფინანსურ სისტემას დაადო ჯავშანი, იმგვარი ჯავშანი, რომლის ადეკვატური კალიბრის ყუმბარები აქ არ ცვივა, შესაბამისად – ზედმეტი დაცულობა და დიდი ჯავშანი. უბრალოდ, ეს უფრო ხარჯიანია და უფრო მძიმე სატრებელია, არ არის პროპორციული იმ რისკების, რაც შეიძლება მოხდეს, თუმცა პრაქტიკულად, სამომავლო რისკებს ანულებს, მაგრამ მაგის ფასს ვიხდით იმაში, რომ ესაა ცოტა უფრო მძიმე სატარებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად