მაჭავარიანი ლარზე: ნორმალური მოვლენაა, ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოყვება

“ეს ნორმალური მოვლენაა, ამ რყევებს ზოგჯერ შემდეგ აჟიოტაჟი მოყვება და შემდეგ სწორედ ამ აჟიოტაჟით, კურსი უფრო მაღალ ნიშნულზე ადის, ვიდრე მისი ბუნებრივი წონასწორობის წერტილია.” – ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნაილსტებთან ლარის კურსის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“პრემიერმა საკმაოდ ამომწურავი პასუხი გასცა, მთავარი რაც ამ პასუხში იყო, ეს არის ის, რომ როდესაც ვამბობთ, რომ ფუნდამენტალური ეკონომიკური მაჩვენებლები არის კარგი, ამას, რა საკვირველია, ციფრებით ვასაბუთებთ. რომ ვამბობთ, რომ სამი წელია, ზედიზედ მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა 2017 წელთან შედარებით. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კურსზე მოქმედებს ხოლმე. როდესაც ვამბობთ, რომ სამი წელია ზედიზედ ექსპორტი იზრდება, აპრილის მონაცემებით, იყო 30%-იანი ზრდა, შარშან იყო 24-25% ზრდა ექსპორტში. ესეც ძალიან სერიოზული მაჩვენებელია. ამის პარალელურად არის კიდევ დედოლარიზაციის ღონისძიებები. ამ ღონისძიებებით დოლარზე დამოკიდებულება მცირდება.

სრულად არ გაქრება დოლარზე დამოკიდებულება, მაგრამ ეს ყველაფერი, ეს პროცესი რომ გაგრძელდეს, ჩვენ უფრო დაცული ვიქნებით ყველა ტიპის მერყეობებისგან. მათ შორის, რა ხდება მეზობელ ქვეყნებში და მათ ვალუტებში, და ასევე რა ხდება მსოფლიოს სხვა ეკონომიკურ ტრენდებში. შესაბამისად, ეს არის სწორი გზა. მოკლევადიანი რყევები ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას მითუმეტეს განვითარებად ქვეყნებს.

იგივეს ველოდებით ახლაც, არანაირი განსაკუთრებული სხვა რამ არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მოკლევადიან რყევას არ აქვს მოკლევადიანი პასუხი. მოკლევადიან რყევას აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც პასუხი. ამ მიმართულებით გებნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად. ეს აღიარებულია არამარტო ჩვენი ციფრებით, არამედ გამყარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით. წონასწორობის წერტილი რაც დადგება, ის დადგება.” – განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...