მაჭავარიანი: ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, ჩვენ სათანადოდ არ გვყავს შესწავლილი

ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი ჟურნალისტებთან “თავისუფლების ინსტიტუტის” განცხადებას , სადაც ბიძინა ივანიშვილის პლაგიატში ადანაშაულებენ და მისთვის აკადემიური ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს.

“მე არ მეპარება ეჭვი მის შესაძლებლობებში. პირიქით, მგონია რომ ვერ არის ისე გამომჟღავნებული რა შესაძლებლობებიც მას აქვს. ამიტომ, მე მიმაჩნია რომ ექსპერტებმა შეისწავლონ თუ აინტერესებთ. თუ არ ინტეერსებთ არ შეისწავლონ.

ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ სათანადოდ არ გვყავს შესწავლილი”,-ამბობს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, “თავისუფლების ინსტიტუტი” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვს პლაგიატში ადანაშაულებს და მისთვის აკადემიური ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად