მაჭავარიანი “იმედს” რუსთავი 2″-ს და “მაესტროს”: დღესვე დაიწყეთ მიმდინარე დავალიანების გადახდა 

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

„რამდენიმე მედიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება. ეს არის “იმედი”, “რუსთავი 2” და “მაესტრო”. მათ აქვს ყველაზე მსხვილი დავალიანებები. თანხები არის დაახლოებით “რუსთავი 2” აქვს 28 მილიონის ფარგლებში, “იმედს” აქვს 19 მილიონის ფარგლებში, ხოლო მაესტროს აქვს დაახლოებით 8 მილიონზე მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წელში დაგროვილი საგადასახადო დავალიანება.

თუ გადავხედავთ ისტორიას, სამწუხაროდ საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს და მერე კეთდებოდა რაღაც ამნისტიის მაგვარი – ამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს. მე მგონი დადგა დრო, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს. მოტივი ის არის, რომ არის სხვა ტელევიზიები გაცილებით პატარა და ისინი არ აგროვებენ ამ დავალიანებას და იხდიან პატიოსნად.

მე მგონი არ არის სამართლიანი. მაგალითად “ტვპირველი” წლების განმავლობაში პატიოსნად იხდიდა. ასევე “კავკასია”. ერთ საგადასახადო სივრცეში ვართ და რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ვინც პატიოსნად იხდიან ამ გადასახადებს. ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა.

როგორ ვხედავათ ამის მოგვარებას. ეს დავალიანებები არის დიდი და ამის ერთბაშად დაფარვა გაუჭირდება ტელევიზიებს და შეიძლება პრაქტიკულად მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგეს. რაც არც ჩვენი ხელისუფლების და არც ჩვენი საზოგადოების ინტერესშია.

ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით მინდა მივმართო ტელევიზიებს და მოვუწოდო, უახლოეს ვადაში ველოდებით, მაქსიმუმ 2 კვირაში ველოდებით რომ მოვიდნენ თავიანთი შეთავაზებით როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას.

პირველ რიგში რაც არის მთავარი, რაც ძალინ მალე, ანუ დღეიდანვე უნდა მოხდეს არის ის რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს ყველამ და აღარ მოხდეს ვალის დაგროვება. ეს არის მთავარი. მესმის რომ პოლიტიკურად სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამავდროულად არის ჩვეულებრივი ბიზნეს სექტორი და არაფრით უპირატესი და გამორჩეული სხვა ბიზნეს სექტორისგან. “-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...