მაჭავარიანი: იმ ადამიანებისთვის, ვინც ავტობანზე არასდროს გაივლიან, სოფელში გახდეს ცხოვრება გასაძლისი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ, სოფლებში არსებულ მძიმე მდგომარეობას გაუსვა ხაზი.

“მინდა ვისაუბრო იმ მძიმე მემკვიდრეობაზე, რაც ჩვენ გვერგო სოფლებსა და რეგიონებში. ამ მემკვიდრეობაში არ ვგულისხმობ 9 წელს, ზგადად ვლაპარაკობ იმ პრობლემებზე, რაც კომუნისტური მმართველობის შემდეგ იყო დარჩენილი სოფლებში და ახლა ვცდილობთ, აღმოვფხვრათ.

მაგალითად არასდროს ყოფილა გაზიფიკაცია და ახლა ხდება ეს, არასდროს ყოფილა წყალი და ახლა ხდება სასმელი წყლით მომარაგება. მაგრამ, ჯერ კიდევ, როდესაც ჩვენ გლობალურ პროექტებზე ვსაუბრობთ, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სოფლებში ცხოვრობენ და დღესდღეობით ფაქტიურად ინარჩუნებენ ქვეყნის მომავალს… შეიძლება ეს სამინისტროს პრობლემა არ იყოს, მაგრამ როდესაც დეცენტრალიზაცია ახლა დავიწყეთ, ის ბევრი პრობლემა რაღაცნაირად მოუგვარებელი რჩება მაინც. თუნდაც ერთი სოფლის მაგალითზე ვიტყვი, მადლობას ვამბობ იმისთვის, რომ სოფელ ზედა საქარაში სკოლა შენდება, რაც პრობლემა იყო იმ სოფლისთვის და გვარდება ეს პრობლემა, მაგრამ ასევე არის იგივე საუბნო გზების, სასმელი წყლის პრობლემა. არადა სოფელი ქალაქზეა მიბმული, ზესტაფონზე, და სრულიად ყველა პირობა უნდა იყოს იქ შექმნილი ადამიანის ცხოვრებისთვის. როდესაც ასე იზრდება ბიუჯეტი, ისე გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც არასდროს გაივლის ავტობანზე, იმ სოფლებში გახდეს გასაძლები ცხოვრება”, – აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...