მაჭავარიანი გოცირიძეს: რაც უფრო მეტად გიყურებთ ხალხი, მით უფრო მეტად დაგვაფასებს ჩვენ

"დესანტს თქვენ უფრო გავხართ, ერთი კაცი ხართ გადმოსხმული პარლამენტში", – ასე უპასუხა საპარალემნტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა რომან გოცირიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტში 2030-ის ხუთი წევრია და დესანტის ხელმძღვანელი ბრძანდება ლეიტენანტი ენძელა მაჭავარიანი.

"ბატონო რომან, თქვენ იცი რატომ ხართ ახალ "ნაციონალებზე" უფრო საშიში? თქვენ ეროვნული მოძრაობის სახელით მოხვედით ხელისუფლებაში, მოგვატყუეთ ხალხი და გაძარცვეთ ქვეყანა, ახლა კი და "ნაცების" სახელით. ისე არ ეყოფოდა თავისი უმსგავსობა თქვენ რომ არ დამატებოდით ჯოჯოხეთის მუგუზალივით. ხელისუფლებაში ყოფნა რომ კიდევ გინდათ იმასაც კადრულობთ. "ნაცებთან" იჯდეთ პარლამენტში. თქვენზე მეტს მე არაფერს ვიტყვით, ოქროს გვირგვინც რომ დამადგათ თავზე რამე ტქვიო ლეიტენენტის ვარსკვლავი კი არა.

მაგრამ მინდა ისევ იმით დავამთავრო. დიახ, ჩვენს ტელევიზიაში დღეს არის ცოტა ხალხი, ხვალ ბევრი ისეთი გახდება, რომელიც იბრძოლებს ობიექტურობისთვის. ჩვენ შეიძლება რაღაცა რეიტინგი არ გვქონდეს, მაგრამ არაობიექტურობას, დაუბალანსებლობას ვერ დაგვწამებთ. მარტო თქვენ 6-ჯერ და 7-ჯერ თქვენ ხართ ტელევიზორში, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. რაც უფრო მეტად გიყურებთ ხალხი, მით უფრო მეტად დაგვაფასებს ჩვენ", – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...