მაჭავარიანი: გერმანულ, ფრანგულ და სხვა მოდელს ვერ მივიღებთ, შევეგუოთ შერეულ სისტემას

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მათ აქვთ ამისი უფლება მე ვერ გეტყვით, რატომ გააკეთეს ეს ინიციატივა. შევიკირბებით და ვისაუბრებთ. ისედაც, დამთავრებული იყო საუბარი ამ თემაზე. ჩვენ აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და აღარ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ეს ცვლილება. არც გერმანული, არც ფრანგული, ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ პრინციპით (შერეული) უნდა ჩავატაროთ არჩევნები.

არასდროს ბიძინა ივანიშვილი არ ეფარება სხვას ზურგს უკან.

მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას. პროპორციულს მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით არ მიმაჩნია, რომ უნდა იყოს არჩევნები. ჩვენ ვართ სამხარეო სისტემის ქვეყანა და სასურველია, ორივე იყოს, პროპორიცულიც და მაჟორიტარულიც. ”- ამბობს მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად