მაჭავარიანი: დეპუტატებმა, რომლებმაც წერილი მოგვწერეს, პარლამენტის სხდომა დატოვეს, კითხვა არ დაუსვამთ

“შეკითხვების პასუხი არ აინტერესებდათ”-ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.

“მე არ დავარქმევდი, რომ ავარიდე თავი. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა მე მგონი, ჩვენ უნდა შევხედოთ ამ საკითხს შემდეგნაირად. სულ რამდენიმე დღის წინ, მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და არ ვიცი, თქვენ უსმენდით თუ არა, თუ დააკვირდით გამოსვლას, იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე პრაქტიკულად იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში.

თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, ვინც ეს წერილი მოიწერეს. არც კი იყვნენ იქ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვების პასუხი კი არ აინტერესებდათ. ფაქტია, რომ საანგარიშო ვალდებულებისთვის არ არის, ეს არის რაღაცეების მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდა.” – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად