მაჭავარიანი: ჩვენ ეს ავტომატურ რეჟმზე გვაქვს, ყველა კომპანიას მათ შორის ტელევიზიებსაც ინკასო ავტომატურად დაედოთ

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ გადასახადების გადახდის ნაწილში ავტომატური რეჟიმია ამოქმედებული და ტელევიზიებს ინკასო ავტომატურად დაედო.

მინისტრის განმარტებით, ინკასოს დადება-არდადების საკითხი ვინმეს დისკრეციით არ მომხდარა.

“რეალურად ჩვენ რამდენიმე კვირის წინ წარვადგინეთ გადასახადების შეღავათების ის პაკეტი, რომელიც ეხებოდა ყველაზე უფრო დაზარალდა. წინა ხაზზე იყო და ეპიდემიური და შესაბამისად ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში. შეგახსენებთ, ეს იყო ქონების და საშემოსავლოს გადავადება 1 ნოემბრამდე, ამისთვის მათ უნდა მიემართათ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურისთვის, შეევსოთ ფორმა და მათ ინკასო არ დაედებოდათ. სხვა ყველა დანარჩენი სფერო ავტომატურად ფუნქციონირებს და შესაბამისად ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. შესაბამისად, ტელევიზია ან რომელიმე სხვა კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს. გახსოვთ ტელევიზიებთან შეთანხმება, რომლისთვისაც მზად ვიყავით, რომ 1 ოქტომბრამდე მაქსიმალურად შეღავათიანი პერიოდი მიგვეცა და რამდენიმე ტელევიზიამ მათ შორის მსხვილმაც უკვე ისარგებლა და 5 წლიანი საშეღავათო შეთანხმება გავაფორმეთ, ხოლო მიმდინარეს ჩვეულებრივად იხდიდნენ.

მესმის, რაც ეპიდემია და სესაბამისად ეკონომიკური შენელება ვლინდება უფრო და უფრო გაუჭირდეს სხვა დარგების წარმომადგენლებს გადასახადის გადახდა, თუმცა იმის მიხედვით თუ დაზიანების რა ხარისხი ექნებათ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ჩვენ მაქსიმალურად და მიზნობრივად შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის შეღავათს.

ტელევიზიები ან რამე სხვა ბიზნესი ცალკე გამოყოფილი არ ყოფილა, რომელიც ვინმეს დისკრეციით ედებოდეს ან არ ედებოდეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. ჩვენ პრაქტიკულად ეს გვაქვს ავტომატურ რეჟიმზე. რამდენიმე ათას კომპანიას დაედო ინკასო იმ პერიოდში, როდესაც მოხდა გადასახადის დეკლარირება. მათ შორის მოყვნენ ტელევიზიის თუ სხვა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, დღეს “ტვ პირველსა” და “მთავარ არხს” ინკასო დაადეს.

ტელევიზიებისთვის ინკასოს დადების საკითხზე კომენტარი ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც გააკეთა:

“პირველ რიგში, გვინდა ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენ ვაწესებთ ამა თუ იმ შეზღუდვას, ძალიან მნიშვნეოვანია, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მთლიანობაში სახელწმწიფო აპარატი და სახელმწიფო, ფუნქციონირებდეს გამართულად. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუტები ფუნქციონირებდეს გამართულად. ამ ნაწილშიც შემოსავლების სამსახური ფუნქციონირებს გამართულად.

ყველამ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ყველა საჯარო სამსახური ფუნქციონირებდეს. ჩემი განმარტება არის ის, რომ ყველა იმ სექტორს, რომელსაც შეეხო კორონავირუსი მიზნობრივად,  სევთავაზეთ საკომპენსაციო პაკეტი და ეკონომიკის სტიმულირების დამატებითი ზომები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტელევიზიებზე, ტელევიზიები ამ პაკეტში არ იყო.” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად