მაჭავარიანი: არ გვინდა, რომ პარლამენტი დაიცვას პოლიციამ? ეს არის საზოგადოების დაკვეთა?

ჩვენი ამბავი რომ ვიცი, არ შევეშვებით პარლამენტის შენობის შტურმს და არ გვინდა, რომ დაიცვას პოლიციამ? ეს არის საზოგადოების დაკვეთა?!-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“საქართველოში ჯერჯერობით, მხოლოდ ამ გზით ხდებოდა გადატრიალება. თუ ის სკამია სიმბოლო, შტურმი ბევრად მძიმე რამის სიმბოლოა. შესაბამისად, პროპორციულობის განცდამ არც აქ უნდა დაგვაღალატოს. პრაქტიკულად, რამდენიმე წუთში მოხდა ამ ინციდენტის განეიტრალება და ნუ გგონიათ, რომ იოლი რამეა.

25-მდე ქვეყანა იყო, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნები და მეგობარი დელეგატები. ისინიც გაგებით მოეკიდნენ ამ სხდომის ჩაშლას და მალევე დატოვეს დარბაზი. ეს საკმარისზე მეტი რეაქცია იყო, რაც შეიძლება პირველ წუთებში მომხდარიყო. შესაბამისად, პარლამენტის შტურმით აღების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 3-საათიანი შტურმის მერე, 30-ზე მეტი დაშავებულის მერე გამოიყენა ძალა. აი ახლა, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ძალის გამოყენების პროპორციულობაზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თუ ქვეყანა ყოველთვის მსგავს რისკამდე მივა, კითხვები ლარის კურსსა და ტურიზმთან დაკავშირებით მძიმე იქნება.

“ჩვენ თუ ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანეთ, კითხვები ლარს რა მოუვიდა, ტურიზმს რა მოუვიდა ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ. მერამდენეჯერ მეორდება. ეს ხომ გავლილი გვაქვს?“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...