მაჭავარიანი: ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშავოთ

ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ნიშნავს იმას, რომ ეს ზრდა თავისთავად არ მოვა – ამისთვის მნიშვნელოვანია ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აშშ-დან პირდაპირი ჩართვისას.

მისი განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი სოციალურთან ერთად, მოიცავს ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს.

„ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში, გარდა სოციალური ნაწილისა, მოიცავს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. მომავალი წლის ბიუჯეტი არის სწორედ ზრდაზე ორიენტირებული. თუმცა, მნიშვნელოვანია ,ამ ზრდაში წამყვანი როლი ჰქონდეს კერძო ბიზნესს. კერძო ბიზნესის როლის გააქტიურებაზე გამახვილდა ყურადღება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ამ მიმართულებით, ჩვენ კარგი გარემო გვაქვს – ბიზნესი თავისუფალია, საგადასახადო ტვირთი საკმაოდ დაბალია. ჩვენი მდგრადობა, რეფორმების მიმართ ერთგულება -ეს არის ის მექანიზმები, რომლებიც ქვეყნის შიგნით დააგენერირებს იმ პოტენციალს ,რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად