მაჭავარიანი: ალბათ, ლევან სურგულაძემ ჩათვალა, რომ ძირითადი მისია შეასრულა

ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან, ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

“ლევან სურგულაძემ საკმაოდ დიდი სამუშაო გაწია. თქვენ იცით რომ, 1 წლის წინ, პრაქტიკულად არ არსებობდა საპენსიო სააგენტო, მან, ძალიან მოკლე ვადაში მოახდინა ამ ორგანიზაციის პრაქტიკულად 0-დან შექმნა. შესაბამისად 1 წლის განმავლობაში დღეს, ჩვენ გვაქვს გამართული საპენსიო სააგენტო.

მან ალბათ ჩათვალა რომ მისი ძირითადი მისია შეასრულა. ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი და მეტი წონის მატარებელი არის უკვე ის საინვესტიციო საქმიანობა, რაზეც შეხება არ ჰქონია და არც ექნებოდა.” – ამბობს მაჭავარიანი.

მაჭავარიანის თქმით, ლევან სურგულაძის გადაწყვეტილება საპენსიო სააგენტოს დატოვებასთან დაკავშირებით “ბუნებრივია”.

“ჩვენ განვიხილავთ მის გადაწყვეტილებას, ეს აბსოლუტურად ბუნებრივად მეჩვენება. მან დიდი შრომა გაწია. საპენსიო სააგენტო არის გამართული ორგანიზაცია.” – ამბობს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად