მაჭავარიანი: 2019 წელს ადამიანური რესურსების განვითარებისთვის 1.8 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ რესურსებზე, რომელიც მომავალ წელს მიიმართება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნისთვის, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილია 1.8 მლრდ ლარზე მეტი.

როგორც მან აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, (ინფრასტრუქტურის ჩათვლით) 2018 წელთან შედარებით მომავალ წელს გაზრდილია 180,0 მლნ ლარზე მეტით. მისი თქმით, განათლების პროგრამების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 1 194 მლნ ლარამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად