მაჭარაშვილი ჭიაბერაშვილს: თუ ასეთი პოზიტიური სასტარტო პირობები დაგვხვდა, რატომ გადაგირჩიათ ხალხმა?

“ბატონო ზურაბ [ჭიაბერაშვილი] რეპლიკის სახით თავიდანვე გეტყვით, რომ თუ ასეთი პოზიტიური სასტარტო პირობები დაგვხვდა ჩვენ, რატომ გადაგირჩიათ ხალხმა, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს. რომ იტყვიან ყველა მიმართულებით ია-ვარდ მოფენილი იყო ეს ყველაფერი”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა “ევროპული საქართველოს” წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” გამართული დებატებისას.

იქამდე კი გურამ მაჭარაშვილისა და “ქართული ოცნების” მისამართით ჭიაბერაშვილმა თქვა: “პოლიტიკური უსინდისობაა, რომ 2003 წლისა და 2012 წლის ეკონომიკის პირობები შევადაროთ”. 

ჭიაბერაშვილმა “ოცნების” დეპუტატს უთხრა, რომ მას ასეთი რამე არ მითქვამს.

“1992-93 წლებს თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა სხვა ვითარება იყო, მაგრამ არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ რუსეთს ვეფერებით. 2 საუკუნეა რუსეთი არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, მაგრამ ის, რომ პრაგმატული პოლიტიკა ყოველთვის ამართლებს სამწუხაროდ ასეთ ძლიერ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ეს არის ფაქტი. საჭიროა რუსეთთან კიდევ უფრო მეტად პრაგმატული პოლიტიკა და არა ის, რომ პოპულისტური განცხადებები გაკეთდეს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად