მატარებლის ზუგდიდში დაგვიანებით ჩასვლის გამო, მგზავრებს გადახდილი თანხის 25% აუნაზღაურდებათ

ამის შესახებ ინფორმაციას “საქართვლოს რკინიგზა” ავრცელებს.

დღეს, თბილისიდან ზუგდიდის  მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ტექნიკური მიზეზით შეფერხდა. მგზავრები ზუგდიდში 1 სთ 35 წთ დაგვიანებით ჩავიდნენ.

“საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში, “საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს,  გადახდილი თანხის 25% აუნაზღაურდება” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...