მასშტაბური შეფერხების შემდეგ, არგენტინას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა

არგენტინას, მასშტაბური შეფერხების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია Edesur-ის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ელექტროენერგიის მიწოდება ყველა მომხმარებელს 16 ივნისს, ადგილობრივი დროით 17:40 საათზე აღუდგა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ სამომავლოდ შესაძლოა იყოს მცირე ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

ურუგვაიში, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე, ელექტროენერგიის მიწოდება 98,5% აღდგენილია. ურუგვაიში სახელმწიფო ენერგეტიკის კომპანია UTE-ში აცხადებენ, რომ 1,5%, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდება, ეს მონტევიდეო და დედაქალაქის რეგიონია.

შეგახსენებთ, რომ ავარიამ მოიცვა ურუგვაი, ბრაზილიის სამხრეთი და ჩილის რამდენიმე ქალაქი. Edesur-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შუქის წასვლა სისტემაში მომხდარმა შეფერხებამ გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად