მაშველებმა მიანმარის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა 39 ცხედარი იპოვნეს

სამხედროებმა და მეზღვაურებმა, მიანმარში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა 39 ცხედარი იპოვნეს. ბორტზე 122 ადამიანი იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის 12 ბავშვია. სამძებრო ოპერაციებში ჩართულია 9 გემი, ხუთი სამხედრო თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი. მათ აგრეთვე შეუერთდათ ადგილობრივი მეთევზეები.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 დაღუპულის ცხედრის აღმოჩენის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩინური წარმოების ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Y-8, რომელსაც სამხრეტ მიანმარიდან იანგონში სამხედროების ოჯახები გადაჰყავდა, ანდამანის ზღვის თავზე რადარებიდან გაუჩინარდა. გუშინ საღამოს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში აღმოჩენილი იქნა თვითმფრინავის ფრაგმენტები და დაღუპულთა პირველი სამი ცხედარი.

თვითმფრინავის ბორტზე 112 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 14 წევრი, 35 სამხედრო და სამხედროების ოჯახების 73 წევრი, საიდანაც 15 ბავშვი იყო. თვითმფრინავს აგრეთვე გადაჰქონდა 2,4 ტონა ტვირთი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...