მაშველებმა მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი არასრულწლოვნის ცხედარი მეწყრული მასიდან უკვე ამოსვენებულია. მანამდე, მეხანძრე-მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით იპოვეს მეწყერში მოყოლილი ოჯახის ორი წევრის და ასევე, ავტომობილში მყოფი ორი მამაკაცის ცხედარი, – ამის შესახებ განცხადევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

“120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ. სამუშაოებს უამინდობა ართულებდა.

ამ დროისთვის, საძიებო სამუშაოები გრძელდება მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად