მაშველებმა მე-6 სართულის აივნის სახურავიდან კნუტი ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა იოსებიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულის აივნის სახურავიდან კნუტი ჩამოიყვანეს.

როგორც ჩანს, კნუტი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა და მეექვსე სართულის აივანზე დაეცა.

მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით, კნუტი უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.

ამავე კორპუსის მცხოვრებლების თქმით, აქვე ბინადრობს დედა კატაც, მეზობლებმა მის მოძებნამდე, კნუტზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა თავად აიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...