მაშველებმა მდინარე მტკვარში ჩამავალი სანიაღვრე არხიდან ძაღლი გამოიყვანეს

მაშველებმა იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მტკვარში ჩამავალი სანიაღვრე არხიდან მიუსაფარი ძაღლი გამოიყვანეს.

სააგენტოს განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ, ცხელი ხაზის საშუალებით, იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა შეატყობინეს. ძაღლი მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემაში გადაადგილდებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, სამაშველო ეკიპაჟმა ის იპოვნა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით არხიდან გამოიყვანა.

მაშველებმა ცხოველი გამოკვებეს და თავისი ბინადრობის არეალში დააბრუნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად