მაშველებმა 10 მეტრის სიღრმის ორმოდან კნუტი ამოიყვანეს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა 10 მეტრის სიღრმის ორმოდან კნუტია ამოიყვანეს.

“დღეს კიდევ ერთი ონავარი კნუტი დავიხსენით განაცდელისგან, რომელიც ჩვენმა მაშველებმა მარუხის გმირების ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე 10 მეტრის სიღრმის ორმოდან ამოიყვანეს.

📞 სააგენტოში განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ განცხადება ცხელი ხაზის მეშვეობით შემოვიდა. ინიციატორის თქმით, კატის ხმა მოსახლეობას რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდა და მის სამყოფელს მხოლოდ დღეს მიაგნეს.

🚓🐈 ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟი ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. მაშველებმა კნუტი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და საავტომობილო გზისგან მოშორებით, უსაფრთხო არეალში გაუშვეს”, – ამის შესახენ ინფორმაციას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...