მაშველები გლდანში ერთ-ერთი გარდაცვლილის დედას ნანგრევებში ეძებენ

მაშველებმა გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, მეორე კორპუსში 4 მოქალაქის გვამი იპოვეს და ამ დროისთვის კიდევ ერთ, მეოთხე სართულზე მცხოვრებ ქალბატონს ეძებენ.

ქალბატონი სწორედ იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა მამაკაცის – მისი შვილის ცხედარი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას "აიპრესთან" საუბრისას კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა და ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ნგრევა გაზის აფეთქებამ გამოიწვია.

ამ დრომდე გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსთან ხალხმრავლობაა. მე-3 და მე-4 სადარბაზოების თითქმის ყველა მცხოვრები გადანაწილებულია სასტუმროებში. მაშველებთან ერთან ასევე მუშაობენ კონსტრუქტორები, რომლებიც შენობის დროებით გამაგრებით არიან დაკავებულები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...