მაშველები ​დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანას ცდილობენ

ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველები ​დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოტანას ცდილობენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-მაშველების და ვერტმფრენის შემთხვევის ადგილზე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ცნობისთვის, მესტიაში, თეთნულდზე, უკრაინელი ტურისტი გარდაიცვალა. ​რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, სამაშველო ვერტმფრენი, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ახერხებდა შემთხვევის ადგილზე მისვლას. ​ზღვის დონიდან 4200 მ-ზე, მწვერვალ თეთნულდზე თოვლი, ნისლი და ქარი იყო, რაც შეუძლებელს ხდიდა ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციაში ჩართვას.

18 ივლისს სამთო-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უკრაინელი ტურისტის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად