მაშველები და მყვინთავები “საბურთალოს” აკადემიის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს ეძებენ

“საბურთალოს” აკადემიის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა. მას მაშველები და მყვინთავები მცხეთის ტერიტორიაზე ეძებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას.

აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად