მასდარი – მომავლის „მოჩვენებითი“ ქალაქი

მასდარი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სუფთა ენერგიით უზრუნველყოფილი მომავლის სამაგალითო ქალაქი უნდა ყოფილიყო. პროექტის თანახმად, ქალაქს მხოლოდ განახლებული ენერგიით უნდა ეცხოვრა, თუმცა, როგორც ჩანს, პროექტი ვერ შედგება.

გარკვეული დროის განმავლობაში მშენებარე ქალაქი ახერხებდა ამ სტატუსის  შენარჩუნებას. აბუ დაბის გარეუბანში დაწყებული ამ მშენებლობას დასაგეგმად და გასახორციელებლად ათწლეულები დასჭირდა. ახლა კი ის, რაც არაბთა გაერთიანებული საემიროების სუფთა ენერგიაზე მომუშავე მანათებოლი შუქურა უნდა ყოფილიყო, შესაძლოა მოჩვენებათა ქალაქად იქცეს.

მასდარი – მომავლის „მოჩვენებითი“ ქალაქი

ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის მშენებლობა, გეგმის მიხედვით, წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ყველაფერი ისე უშედეგოდ მიმდინარეობს, რომ მენეჯერებიც კი პესიმისტურად არიან განწყობილები. ქალაქის დიზაინის მენეჯერმა კრის ვონმაც კი აღიარა, რომ ჯერჯერობით მათ ქალაქის მხოლოდ ნახევრის უზრუნველყოფა შეუძლიათ განახლებადი ენერგიით.

დღეს მასდარი მხოლოდ მეცნიერების და ტექნოლოგიის ინსტიტუტის 300 სტუდენტითაა დასახლებული. თავდაპირველად ქალაქი 50 000 მოქალაქეზე და დამატებით 40 000 მუშახელზე იყო გათვლილი. Foster + Partners მიერ შექმნილი ქალქის გეგმა, რომელშიც 22 მილიარდი დოლარია, ინვესტირებული აბუ დაბიში სუფთა ენერგიის მანათობელი შუქურა უნდა ყოფილიყო.

მასდარი – მომავლის „მოჩვენებითი“ ქალაქი

ჯერჯერობით, საწყისი გეგმის მხოლოდ 5 პროცენტია აშენებული. მიუხედავად ამისა, თითქმის 300 კომპანის უკვე გამოყოფილი აქვთ საკუთარი ტერიტორია ქალაქში. პროექტის დასრულების თარიღად, სავარაუდოდ, 2030 წლეს მიაზრებენ.

იმის მაგივრად, რომ მასდარი სამაგალითო ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი გამხდარიყო ის უფრო და უფრო ემსგავსება ზემდეტად შეფასებულ ფარსს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად