მარტვილში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიხსნა

მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ გაიხსნა. ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის დაბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ.

გახსნის ცერემონაზე ანსამბლებმა საკუთარი ქვეყნის ფოლკლორი ნომრები წარმოადგინეს.

გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლევან წულაია, ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მარტვილის გარდა ფოთში, აბაშასა და ხონში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, 20 საათზე მარტვილში შედგება.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად