მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მოქალაქე 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...