მარტვილის მუნიციპალიტეტში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა:

  1. ქ. მარტვილის N1 საჯარო სკოლა;
  2. სოფელი დიდი ჭყონის (ლედგებეს) საჯარო სკოლა;
  3. სოფელ ნაგვაზაოს საჯარო სკოლა;
  4. სოფელ კიწიის საჯარო სკოლა;
  5. სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლა;
  6. სოფელ სალხინოს საჯარო სკოლა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს. სკოლების რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება 14 964 681 ლარია.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

მარტვილის მუნიციპალიტეტში გასულ წლებში აშენდა სანაჭყებიოს და ნაგებერაოს საჯარო სკოლები, სრულად რეაბილიტირდა ბალდის და ინჩხურის სკოლები. ასევე, 21 საჯარო სკოლაში  განხორციელდა ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წაჩხურუს საჯარო სკოლის მშენებლობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად