მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 12.3%-ით გაიზარდა

2019 წლის მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 12.3 პროცენტით გაიზარდა.

საექსპორტო შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთში ექსპორტის მატებამ, რაც დიდწილად ფეროშენადნობების, ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და სამკურნალო საშუალებების ექსპორტს უკავშირდება.

რეგიონის დანარჩენი ქვეყნებიდან უკრაინაში ექსპორტი გაიზარდა მსუბუქი ავტომობილებისა და მინერალური სასუქების ექსპორტის წყალობით, ხოლო აზერბაიჯანში ექსპორტი არსებითად შემცირდა სიგარეტებისა და მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის კლების გავლენით.

ამასთანავე, თურქეთში ექსპორტი მკვეთრად შემცირებულია. საანგარიშო თვეში ზომიერად გაიზარდა ევროკავშირში ექსპორტი, რაც დიდწილად რუმინეთში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტს უკავშირდება. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის გააქტიურება ყირგიზეთსა და უზბეკეთში. ასევე ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის მატების გავლენით.

2019 წლის მარტის მდგომარეობით ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, აშშ და თურქეთი.

ჯამურად 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიანი ექსპორტის 63 პროცენტს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...