მარტში საქონლის იმპორტი 12.3%-ით შემცირდა

2019 წლის მარტში საქონლის იმპორტი 12.3 პროცენტით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რეგიონის ქვეყნებიდან კლების ზომიერი ტემპით გამოირჩეოდა რუსეთიდან (ნავთობპროდუქტების ხარჯზე) იმპორტი, ხოლო სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტი თითქმის არ შეცვლილა. უკრაინიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ევროკავშირის ქვეყნებიდანაც იმპორტის არსებითი კლება დაფიქსირდა, რაც ძირითადად ნიდერლანდებიდან (ტურბოხრახნიანი ძრავების სახით) და საფრანგეთიდან იმპორტის კლებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტის შემცირება გარკვეულწილად დააბალანსა სხვა ქვეყნებიდან იმპორტის ზრდამ.

კერძოდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩილედან იმპორტი, რაც სპილენძის მადნების და კონცენტრატების სახით რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი. ასევე ჩინეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად გაზრდილია ელექტრული ტრანსფორმატორებისა და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობების იმპორტის გამო.
2019 წლის მარტის მდგომარეობით ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, აშშ და ჩილე.

ჯამურად, 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორებზე მთლიანი იმპორტის 58 პროცენტი მოდის. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებულია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...